მარტში სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 მლნ 945 000 ლარი დაიხარჯება. პროექტი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ და ადგილობრივი ბიუჯეტის 15 % -იანი თანადაფინანსებით განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში გაკეთდება საკონცერტო, საექსპოზიციო, სპორტული და საკონფერენციო დარბაზები. იგეგმება სამრევლო სკოლის გახსნა, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან მართლმადიდებლური ეკლესიის და რელიგიის ისტორიას, მედავითნეობას, გალობას, ხატწერას, მინანქრის ხელოვნებას, ხალხურ რეწვას, ჭედვას და ა.შ.
ბაკურციხის კულტურის სახლი 1982 წელს გაიხსნა , თუმც ის 20 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს. დღეს შენობა გაპარტახებულია.
პროექტი ადგილობრივი თვითმართველობის და ბაკურციხის „წმინდა გიორგის სახელობის“ ტაძრის მოძღვრის, მამა გიორგის ინიციატივით ხორციელდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი