2015 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 17 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება

2015 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 17 მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება
კახეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭო შიქმნა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 146-ე მუხლის საფუძველზე 2014 წლის 13 ოქტომბერს.
საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან შეიქმნა 4 თემატური სამუშაო ჯგუფი (1. ინფრასტრუქტურა და ტურიზმი, 2. ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, 3. განათლება და კულტურა, 4. გარემოს დაცვა). სამოქმედო გეგმების მეთოდოლოგიის შესაბამისად სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადდა საპროექტო წინადადებები სამოქმედო გეგმებისათვის, შედგა სამოქმედო გეგმების ცხრილები მეთოდოლოგიის დანართი N1-ისა და დანართი N2-ის შესაბამისად. რეგიონული სტრატეგიების სამოქმედო გეგმების სამუშაო ვერსიები შეთანხმდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ შეაფასა სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების შესაბამისობა და დასახული პროექტების თანმიმდევრულობა კახეთის რეგიონის 2014-2021 წ. განვითარების სტრატეგიასთან და საქართველოს რეგიონული განვითარების 2015-2017 წლების პროგრამასთან მიმართებაში და მიიჩნია აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად. სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ განიხილა გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტები, ჩვენი 2015 წლის ბიუჯეტების პროექტები და მიიჩნია, რომ ისინი თანხვედრაშია რეგიონული განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან და შესაბამის სამოქმედო გეგმასთან.
განხილვის შემდეგ საკონსულტაციო საბჭომ დაამტკიცა კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ და მიმდინარე წელს განხორციელდება შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:
1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაზისუბანში ერთი ახალი ჭაბურღილის მოწყობა. არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია და მაგისტრალის მოწყობა.
2. სოფელ მუკუზნის სასმელი წყლის შიდა ქსელის, სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა.
3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეგაანში ჭაბურღილის მოწყობა და არსებულ ქსელზე დაერთება.
4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. გურჯაანში ახალი ჭაბურღილისა და ორი 25 ტ. რეზერვუარების მოწყობა.
5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭანდარში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა და ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია.
6. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაკურციხეში სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელების რეაბილიტაცია და ორი ახალი ჭაბურღილის მოწყობა.
7. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. კარდენახში 2 ახალი ჭაბურღილის, საუბნო მაგისტრალისა და ოთხი 16 ტონიანი რეზერვუარის მოწყობა.
8. ქ. გურჯაანის N3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
9. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. გურჯაანში, გოჩა პაპუნაშვილის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობა.
10. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. გურჯაანში, N2 საბავშვო ბაღთან მისასვლელ ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობა.
11. ქ. გურჯაანში ფალიაშვილის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.
12. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ახაშენში შიდა საუბნო გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობ, მე-2 ეტაპი.
13. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობა.
14. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში ცენტრალურ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობა .
15. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო კაჭრეთის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ქსელის მოწყობა.
16. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ.ჯიმითში ახალი ჭაბურღილიის მოწყობა, არსებული ჭაბურღილის რებილიტაცია და 4ცალი 16 ტონიანი რეზერვუარის მონტაჟი.
17. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ახაშენში შიდა საუბნო გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის მოწყობა, მე-3 ეტაპი.

კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება მიზნად ისახავს ევროპული გამოცდილების გაზიარებას ამ სფეროში და რეგიონის გრძელვადინი განვითარების პროცესის ხელშეწყობას.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა იძლევა იმის ზუსტ სურათს, თუ რა პირველადი საჭიროებები დგას რეგიონში და რა ძალისხმევა იქნება მიმართული ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო, თუ კერძო სექტორის მიერ.
კახეთის რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ახალ გამოცდილებას საშუალო ვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით მუნიციპალიტეტებისათვის.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი