„კახეთის მხარის მოსწავლეები - კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“-პრეზენტაცია გურჯაანში

ქალაქ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობაში საპილოტე პროექტის „კახეთის მხარის მოსწავლეები - კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“-ს პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი, მისმა ავტორმა და ხელმძღვანელმა, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საგანმანათლებლო განყოფილების სპეციალისტმა, პედაგოგიკის დოქტორმა დალი აბაშიძემ წარმოადგინა.
პროექტი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათისაა, რომლის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ამსახვლი მეცნიერული, ისტორიული თუ ლიტერატურული მასალების გაცნობა და ჩანერგვა განცდის, რომ მათი მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება თვითოეული ადამიანის ვალია. პროექტის ფარგლებში იგეგმება ტურების ორგანიზება, ვიქტორინების, სპეციალური საგაზეთო ნომრების გამოცემა, ასევე ჩანახატების, ნახატების, ფოტოების, სარეკლამო ვიდეორგოლების შექმნა. პროექტი საზაფხულო სასკოლო ბანაკების ფორმირებასაც ითვალისწინებს, სადაც მოსწავლეს საშუალება მიეცემა ზემოთ აღნიშნული საქმიანობების განხორციელების.
საპილოტე პროექტი კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და კახეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთობლივი მონაწილეობით, განათლების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით განხორციელდება, რომელიც კახეთის რეგიონიდან დაიწყება.
საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და დაინტერესებული ახალგაზრდები დაესწრნენ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი