საჩუქრები ბავშვებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზეგაანში, ახაშენსა და გურჯაანში თვითმართველობის ორგანოების მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციამ “კეთილი სამარიელი ” საქველმოქმედო აქცია გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს და დაწყებითი კლასების მოსწაავლეებს საჩუქრები გადასცეს.
“კეთილი სამარიელის” მართლმადიდებლური ეკლესიის კოორდინატორის დათო მიქაცაძის განმარტებით, მსგავსი აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით პერიოდულად ტარდება. “ეს არის საშობაო საახალწლო საჩუქარი ყველა ბავშვს. ამ პროგრამაში საქართველო ჩვენი ფონდის “კეთილი სამარიელის” მეშვეობით მონაწილეობს. დღეს ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, როგორც სკოლის, ასევე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ. ” . დღეს საჩუქარი დაახლოებით 310 ბავშმა მიიღო.
მსგავსი აქცია გასულ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანსა და მელაანში გაიმართა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი