2015 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 17 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება

2015 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 17 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება.
ამ ეტაპისთვის ტენდერი გამოცხადებულია ქალაქ გურჯაანში ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე, რომლის ფარგლებშიც დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი და მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტის სახარჯთაღრიცხვი ღირებულება 427 600 ლარია. უახლოეს დღეებში კი ტენდერი გამოცხადდება სოფელ ბაკურციხეში შიდა საუბნო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულებაც 90 000 ლარია, ასევე სოფელ ახაშენში შიდა საუბნო გზის მოასფალტების და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაობზე, აღნიშნული პროექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება კი 335 483 ლარია.
ქალაქ გურჯაანის მე-3 საბავშვო ბაღის რებილიტაცია; სოფელ მუკუზანში, ზემო კაჭრეთსა და ჭანდარში სასმელი წყლის შიდა საუბნო ქსელების, სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა; სოფელ გურჯაანში, ვაზისუბანში, ზეგაანში, კარდენახსა და ჯიმითში ახალი ჭაბურღილების მოწყობა; სოფელ გურჯანში, კოლაგსა და ახაშენში შიდა საუბნო გზების მოასფალტება, აღნიშნულ 14 პროექტზე ტენდერი გამოცხადებულია საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების მომზადებისთვის.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი