ბაკურციხე-გურჯაანი-ლაგოდეხის შემოვლითი გზის პროექტის პრეზენტაცია გურჯაანში.

მიმდინარე წელს ბაკურციხე - გურჯაანი - ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება. დღეს პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს. პროექტს, რომელიც რამდენიმე კილომეტრიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის, მარიამ ბეგიაშვილის განმარტებით : „ მსოფლიო ბანკის მიერ ეს პროექტი მაღალი საჭიროების გამო შეირჩა. საავტომობილო გზა, რომლითაც დღეს სარგებლობენ ადამიანები, ძალიან გადატვირთულია, შემოვლითი გზით კი მოხდება ცენტრალური მაგისტრალის განტვირთვა. აღნიშნული გზის პროექტი დახლოებით 20 წლის წინ გაკეთდა, მაგრამ დასრულება ვერ მოხერხდა. მისივე ინფორმაციით, გარკვეულ ადგილებში შემოვლითი გზა კერძო ნაკვეთებზე გაივლის , რომელთა მფლობელებზეც განსახლების პრინციპებიდან გამომდინარე, საბაზრო ღირებულების შესაბამისად გაიცემა კომპენსაცია.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი