სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყება

ხვალიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნიადაგის ხვნის სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყება. დღეს ბარათები, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს გადაეცათ, რომლის მიღებასაც მცირემიწიანი ფერმერები ხვალიდან შეძლებენ.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი “ 1 თებერვალს დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.
წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ამ პროექტით დაახლოებით 19 000 ბენეფიციარი ისარგებლებს, რომელსაც 0,25 ჰა დან 1,25 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი გააჩნია.
პროექტის მოსარგებლეებს კი, რომელთაც მრავალწლიანი კულტურების ნარგავები გააჩნიათ, „აგრო ბარათზე“ ქულები 1 მარტიდან დაერიცხებათ.
„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ მესამე წელია ხორციელდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი