ველისციხეში ე.წ. „დამარჩინეს“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ველისციხეში ე.წ. „დამარჩინეს“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე სრულდება შენობის გადახურვის სამუშაოები, ასევე მოხდება საყრდენი კედლების გამაგრება და აღდგება შესასვლელი კიბე და აივნი.
8 ოჯახს 10 წელზე მეტია გაუსაძლის პირობებში უწევდა ცხოვრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის დროს სახლში ისევე წვიმდა, როგორც გარეთ და ყოველი დღის გათენების ეშინოდათ.
მიმდინარე სამუშაოები დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და ველისციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნათია გიორგაძემ ადგილზე დაათვალიერეს და მობინადრეებს შეხვდნენ. ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელობა მათ, შესაძლებლობების ფარგლებში, სხვა პირველადი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებასაც დაჰპირდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი