თვალის კლინიკა „ოფთალმიჯი“ გურჯაანში საქველმოქმედო აქციებს აგრძელებს

ჯავრიშვილის თვალის კლინიკა „ოფთალმიჯმა“ საქველმოქმედო აქცია სოფელ გურჯაანში გამართა. დღეს კლინიკის სპეციალისტებმა უფასო გამოკვლევა დაახლოებით 90 პაციენტს გაუწიეს. აქციის ორგანიზატორის, ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ კახეთის რეგიონული დირექტორის მანანა ხუციშვილის განცხადებით, საქველმოქმედო აქცია 2 კვირაა რაც დაიწყო და გურჯაანის მუნიციპალიტეტის რვა სოფელში უკვე ჩატრადა. სპეციალისტების კონსულტაცია 800-მდე პაციენტმა მიიღო.
ხვალ, 17 ოქტომბერს, 12 საათიდან ოფთალმოლოგები სოფელ ჭანდრის ამბულატორიაში მიიღებენ პაციენტებს.
აქციის ფარგლებში ჯავრიშვილის კლინიკის ექიმები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს ეწვევიან.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი