სოფელ ზიარში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. სპეციალისტები სოფელ ზიარში მდებარე ქვის ხანის ადამიანის სადგომი-სახელოსნოს შეისწავლიან, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით დაახლოებით ნახევარი მილიონი წლით თარიღდება.
სამუშაოები რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს. არქეოლოგებმა პირველ ეტაპზე ქვის ხანის ადამიანის სადგომი-სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორია შეისწავლეს, სადაც გვიანი შუა საუკუნეების (XVI-XVII სს) ნამოსახლარი, საყოფაცხოვრებო ნივთების და მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. გათხრებისას, ასევე აღმოჩნდა ცეცხლის ნაკვალევი, საიდანაც მოხდა სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა პერიოდს მიეკუთვნება.
აღმოჩენილი ნივთები საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ფონდსაცავს გადაეცემა.
ამჟამად ქვის ხანის ადამიანის სადგომი- სახელოსნოს ზედაპირის მცენარეებისაგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.
აღნიშნული ტერიტორია არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კიანზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით, გასული საუკუნის 60-იან წლებში ნაწილობრივ შეისწავლა, რომლის დროსაც აღმოჩნდა უნიკალური, ქვის ხანის იარაღები: ხელცულები, ნუკლეუსები, წვეტანები, საფხეკები და ა.შ.
როგორც ექსპედიციის წევრებმა განაცხადეს, ამ ეტაპზე ქვის ხანის სადგომის სრული შესწავლა იგეგმება.
გათხრითი სამუშაოები დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას სპეცილისტებთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებენ. სამუშაო ჯგუფს პროფესორი ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი