გურჯაანელი ძალოსანი გიორგი ბეროშვილი ორჭიდში მოსკოვის ღია პირველობის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა

27 სექტემბერს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ მოსკოვის ღია პირველობაზე ორჭიდში საქართველოს სახელით მოასპარეზე გურჯაანელი სპორტსმენი გიორგი ბეროშვილი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
გიორგი ბეროშვილი 120 კგ. წონით კატეგორიშია ასპარეზობდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან 277 კგ წონის აწევა შეძლო და ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.
ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 120 -ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩემპიონს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი