გამგებელი კიკბოქსინგში კავკასიის ჩემპიონებს შეხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი კიკბოქსინგში ამიერკავკასიის 2014 წლის ჩემპიონებს შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.
3-4 ოქტომბერს თბილისში გამართულ კავკასიის პირველობაზე კიკბოქსინგში სამმა გურჯაანელმა სპორტსმენმა მოიპოვა გამარჯვება. 35 კგ წონით კატეგორიაში ახაშნელმა გიგა გოგაშვილმა, 42 კგ წონით კატეგორიაში გურჯაანელმა შალვა ყანდიაშვილმა და 65 კგ წონით კატეგორიაში ჩუმლაყელმა ნიკა რუაძემ მოიპოვეს ოქროს მედლები. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის 200 -მდე სპორტსმენი იღებდა.
ამიერკავკასიის პირველობაზე გურჯაანიდან 6 სპორტსმენი ასპარეზობდა, საიდანაც სამი ჩემპიონი გახდა. ჩემპიონები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ააიპ სპოტსკოლაში ვარჯიშობენ და მათი მწვრთნელი რამაზ მანგოშვილია.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი