გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ველისციხის ახალ საბავშვო ბაღში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა ველისციხის ახალ საბავშვო ბაღში ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერეს. საბავშვო ბაღის ახალ შენობაში განთავსება და რეაბილიტაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც 90 000 ლარი დაიხარჯა. გია გერგიძის განცხადებთ „ სრულდება სამუშაოების პირველი ეტაპი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთახებს, შეიცვალა იატაკი და კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები. რასაც ვხედავთ სამუშაოები კარგად არის შესრულობული, თუმც ჯერ-ჯერობით ბაღის ამ შენობაში გადმოტანა შეუძლებელია, რადგან დარჩენილია გარკვეული სამუშაოები, რომელიც ამ პროექტით ვერ განხორციელდა. ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საშუალებას რომ დასრულდეს ამ ბაღის სრული რეაბილიტაცია და ბავშვებს რაც შეიძლება მალე შევუქმნათ კარგი გარემო და პირობები“.
სოფელ ველისციხის ორივე საბავშვო ბაღი დროებით ძველ შენობაში აგრძელებს სააღმზრდელო პროცესს და შენობის სრულად რეაბილიტაციის შემდეგ ორივე ბაღი ერთად განთავსდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი