მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრე ზავრაშვილი სამშობლოში დაბრუნდა

გურჯაანელი მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში ალექსანდრე ზავრაშვილი სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილი ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად დახვდნენ და ჩემპიონს გამარჯვება მიულოცეს.
შეგახსენებთ, რომ 15- 22 სექტემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში, ვეჯინელი ალექსანდრე ზავრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან გადამწყვეტი გამარჯვება აზერბაიჯანელ, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონთან მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ზავრაშვილმა 2014 წლის მაისში, ბაქოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, მან ფინალური შეხვედრა სწორედ ამავე აზერბაიჯანელ სპორტსმენთან, მსაჯების არაობიექტურობის გამო წააგო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტს გამგეობა მსოფლიო ჩემპიონს საჩუქრად ფულად თანხას გადასცემს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი