მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა უხუცეს კალაურელ ნიკოლოზ ქევხიშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კალაურელ ნიკოლოზ ქევხიშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს. იუბილარს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა საჩუქრად სიმბოლური თანხა გადასცეს, ხოლო სოფლის ადმინისტრაციამ უხუცესი ხმლით დაასაჩუქრა.
ნიკალა პაპამ სტუმრეთან საკუთარი ბავშვობა, სტუდენტობა, მეორე მსოფლიო ომში გადატანილი ისტორიები და საქართველოდან გადასახლების პერიოდის ამბები გაიხსენა. ნილოლოზ ქევხიშვილი კალაურში ყველაზე უხუცესია, ის თავს მხნედ გრძნობს და სურს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება შთამომავლობას გაუზიაროს. მას ორი შვილი, სამი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი