ანსამბლი "ხარება" ესტონეთში საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე მიემგზავრება

8-10 აგვისტოს გურჯაანის ანსამბლი „ხარება“ ესტონეთში, ტალინში გასამართ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალ „voru folk“-ზე გაემგზავრება.
ფესტივალში მონაწილეობას 29 ქვეყნის ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ.
საქართველოდან მასში მონაწილეობას მხოლოდ ერთი, გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“ მიიღებს. ანსამბლის ხელმძღვანელის ტარიელ ჯაჭვაძის თქმით, 2013 წელს გურჯაანში გამართულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე, რომელშიც მონაწილეობას ესტონეთიც იღებდა, „ხარებამ“ დიდი მოწონება დაიმსახურა და 2014 წელს ესტონეთში გასამართ ფესტივალზე მოწვევა მიიღო.
ანსამბლი „ხარება“ ესტონეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით, 8 აგვისტოს გაემგზავრება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი