სოფელ ვაზისუბანში ე.წ. "სანაგირეს"გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ ვაზისუბანში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ე.წ. „სანაგირეს“ გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში მოიხრეშება 7 კმ-იანი სიგრძის გზა, გაკეთდება სანიაღვრე არხები და რამდენიმე ადგილზე მოეწყობა ხიდ-ბოგირები. აღნიშნული გზა სოფელს სანაგირეს მონასტერთან აკავშირებს, რომელიც (X-XI სს) ეროვნული მნიშვნელობის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
სამუშაოებს შპს „Fine Estate“ ასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 197 000 ლარი დაიხარჯება.
წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ გურჯაანში მოასფალტდა 6 ქუჩა, ასევე ზეგაანსა და ვაჩნაძიანში რეაბილიტაცია უტარდება სოფლის ცენტრალურ გზებს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი