ქალაქ გურჯაანში საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ გურჯაანში საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები ამ დროისთვის თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ახალი საკანალიზაციო ქსელი კეთდება. აღნიშნულ უბანში საკანალიზაციო ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს შპს „კავკასენერგო“ აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში ახალი საკანალიზაციო ქსელი კიდევ 13 უბნში მოეწყობა, სადაც სიძველის გამო არსებული ქსელის რეაბილიტაცია ვერ ხერხდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სარაჯიშვილის ქუჩაზე არსებულ კოლექტორს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჯამში 280 998 ლარი დაიხარჯება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი