გურჯაანის მუნიციპალიტეტი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მისაღებად აცხადებს საჯარო პირობიან აუქციონს

განთავსების ადგილებია:

• ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 103-ე კილომეტრზე პკ-0+270, ბილბორდის ფართი 27კვმ _ ცალმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 54 ლარი, საწყისი წლიური საიჯარო ქირა _ 270 ლარი, სულ – 324 ლარი. ბიჯი _ 10%.

• თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 102-ე კილომეტრზე, პკ _ 0+800. ბილბორდის ფართი 18კვმ _ ორმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 72 ლარი, საწყისი წლიური ქირა _ 360 ლარი. სულ – 432 ლარი. ბიჯი _ 10%.

• თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 83-ე კილომეტრზე, პკ _ 0+600, (სოფელი კაჭრეთი). ბილბორდის ფართი 18კვმ _ ორმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 72 ლარი, საწყისი წლიური საიჯარო ქირა 360 ლარი. სულ – 432 ლარი. ბიჯი _ 10%.

• ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე პკ-0+500, (თავისუფლების და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთა), ბილბორდის ფართი 18 კვმ ორმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 72 ლარი, საწყისი წლიური საიჯარო ქირა 360 ლარი, სულ – 432 ლარი. ბიჯი _ 10%.

• ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე პკ-0+600, (თავისუფლების ქუჩა), ბილბორდის ფართი 18 კვმ _ ორმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 72 ლარი, საწყისი წლიური საიჯარო ქირა 360 ლარი, სულ – 432 ლარი. ბიჯი _ 10%.

• გურჯაანი – ჭაბუკიანი – აფენი – კაბალის საავტომობილო გზის 30 კილომეტრზე, პკ _ 0+600, (ქ. გურჯაანი, ჭავაჭავაძის ქუჩის დასაწყისი). ბილბორდის ფართი 27კვმ _ ცალმხრივი, ბილბორდის საწყისი ფასი _ 54 ლარი, საწყისი წლიური საიჯარო ქირა _ 270 ლარი, სულ – 324 ლარი. ბიჯი _ 10%.



გარე რეკლამის განთავსების პირობები:

ა) გარე რეკლამა არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს;
ბ) არ გააუარესოს საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზფ-ს ხილვადობა;
გ) არ შეუქმნას საფრთხე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა
მოძრაობას;
ე) იყოს კონსტრუქციულად მდგრადი;
ვ) არ გააუარესოს შენობა-ნაგებობების არქიტექტურული იერსახე;
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა განისაზღვროს არა უმეტეს სამი
წლის ვადით;
თ) აუქციონში გამარჯვებულმა სანებართვო მოწმობის მიღებასთან ერთად
გააფორმოს საიჯარო ხელშეკრულება.



უქციონში მონაწილეობის წესი:

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი პრივატიზებისას 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში `მონაწილე~) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა)განაცხადს, შევსებულს დამტკიცებული ფორმის მიხედვით, რომელიც შეიცავს
ინფორმაციას მონაწილეზე, სავარაუდო სარეკლამო ბანერის ესკიზს, `ბე~-სა და
ბილეთის ღირებულების დამადასტურებელ ქვითრებს, რომელიც შეიტანება
ერთიან საბიუჯეტო ანგარიშზე, სახაზინო კოდზე _ 300503282. `ბე~-ს სიდიდე
განისაზღვრება საწყისი სანებართვო ფასის 30%-ით, `ბიჯი~ _ სარეკლამო
ნებართვის განთავსების ღირებულების _ 10%-ით, ბილეთის ღირებულებაა _ 50
ლარი;

ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებს;

გ)ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის
სახელით;

დ)იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის
ასლს;

ნებართვის აღების მსურველი აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის
ჟურნალში წარმოდგენილი დოკუმენტაცდიის რეგისტრაციის მომენტიდან, იღებს `მონაწილის ბილეთს~ და ღებულობს `მონაწილის~ სტატუსს.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია _ სარეკლამო ბანერის განთავსებისათვის მაქსიმალური ფასის (არანაკლებ საწყისი ფასისა) გადახდა.

აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება

აუქციონში მონაწილეობაზე განცხადებები მიიღება 2014 წლის 17 აპრილიდან, 2014 წლის 2 მაისის 15 საათამდე ყოველ სამუშაო დღეებში.
აუქციონი გაიმართება 2014 წლის 2 მაისს 17 საათზე.
აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება ის მონაწილე, რომელიც სააუქციონე კომისიას შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
ნებართვის მფლობელი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ შემოთავაზებული საბოლოო თანხა.
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ქ. გურჯაანი ნონეშვილის გამზირი #13, გამგეობის შენობის მესამე სართული, ოთახი #1.

ტელეფონი: 599 85 22 43

გურჯაანის მუნიციპალიტეტი




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი