გამგებელმა კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობა დაათვალიერა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
სოფელ კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობას, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰორიზონტი“ ახორციელებს.
„საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტის“ მიზანია ცენტრალური ხელისუფლების და მუნიციპალური სერვისები სოფლის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
კაჭრეთის „საზოგადოებრივ ცენტრში“ შესაძლებელი იქნება წინასწარ განსაზღვრული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის, სოც. მომსახურების სააგენტოსა და ეროვნული არქივის სერვისების მიღება. შენობაში განთავსებული იქნება გამგეობის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ოფისი, ბანკების წარმომადგენლობები, ბანკომატები, კომპიუტერები, უფასო ინტერნეტი და სწრაფი გადახდის აპარატები.
კაჭრეთის „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობა 2014 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი