„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საბავშვო ბაღებზე ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ სოფლის საერთო კრებებზე, მოსახლეობამ პრიორიტეტულად საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა დაასახელა.
წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 099 040 ლარია გამოყოფილი. აქედან, დაახლოებით 489 300 ლარი საბავშვო ბაღების შეკეთების, საჭირო ნივთების შეძენის და ფუნქციონირებისათვის შესაფერისი პირობების შექმნისთვის დაიხარჯება.
სოფლის საერთო კრებები 2014 წლის 27 თებერვალს დაიწყო და 9 მარტს დასრულდა. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოსახლეობამ შეარჩია პრობლემები, რომელთა მოგვარება პრიორიტეტულია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა, მოსახლეობას გააცნო ექსკლუზიური უფლება, რომ შესასრულებელი სამუშაოებისთვის ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელი იქნება ადგილობრივ სამშენებლო ფირმებთან,რომლებსაც სოფლის მოსახლეობა გაუწევს რეკომენდაციას.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი