9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი აღდგენას ექვემდებარება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ემზარ ჯიქურაშვილის, 2014 წლის 19 თებერვლის მიმართვის საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის „სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“, 9 აპრილის №48 -ში მდებარე ავარიული კორპუსი შეისწავლა.
ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე, შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა მიიღო საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა.
9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის ტექნიკური მდგომარეობა საშუალებას იძლევა, რომ მასზე ჩატარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ავარიული კორპუსის გამაგრება, 2014 წელს, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდიდან, 300 000 ლარით დაფინანსდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი