გურჯაანში ღია მმართველობა საქართველოს ფარგლებში საჯარო შეხვედრა გაიმართა

დღეს გურჯაანის მუინიციპალიტეტში, სოფელ შაშიანის საზოგადოებრივ ცენტრში ღია მმართველობა საქართველოს ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. მას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომლის მთავარი მიზანიც იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა სახელმწიფო და თვითმმართველობის საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შეხვედრის ინიციატორებმა საზოგადოებას გააცნეს ის საშუალებები და ფორმები, რომლითაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში და საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს. მათ ასევე მოისმინეს საზოგადოების აზრი, თუ რამდენად აქტიურია საზოგადოება გურჯაანში, რა არის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების მეტი ჩართულობისათვის, რამდენად ეფექტურად მუშაობს საჯარო სექტორი და რა პრობლემები ექმნებათ მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურების მიღებისას.
ღია მმართველობის პარტნიორობა 2011 წელს აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსეფის ინიციატივით დაფუძნდა, რომელიც 63 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორისაა საქართველოც. პარტნიორობის მთავარი მიზანია, საჯარო მმართველობის გაუმჯობესება, მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და ბიზნესის პასუხისმგებლობის გაზრდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი