გურჯაანის მუნიციპალიტეტი ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია იგეგმება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ბაკურციხეში, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
სპეციალისტებმა, სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებზე იმსჯელეს. შენობის ახალი სიცოცხლე მრავალფუნქციური და კულტურულად დატვირთული იქნება, რაც მას რაიონული მასშტაბის მნიშვნელობას მიანიჭებს.
ბაკურციხის „წმინდა გიორგის სახელობის“ ტაძრის მოძღვარმა, მამა გიორგიმ, სოფლის ახალგაზრდებთან ერთად, საინტერესო გეგმა ჩამოაყალიბა.
გეგმის მიხედვით, რომელიც საბოლოო სახეს დაპროექტების შემდეგ მიიღებს, კულტურის სახლში განთავსდება:
სამრევლო სკოლა, სადაც შეისწავლიან მართლმადიდებლური ეკლესიის და რელიგიის ისტორიას, მედავითნეობას, გალობას, ხატწერასა და მინანქრის ხელოვნებას.
ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული რეწვის სკოლა,
აგროსკოლა, სადაც იქნება რამოდენიმე მიმართულება: მეფუტკრეობა, მევენახეობა, მეღვინეობის ტრადიციული მეთოდების, საოჯახო მეურნეობის და ბიუჯეტის დაგეგმვის შესწავლა. გაიხსნება საქართველოს ისტორიის შესწავლის კურსი.
შენობაში მოეწყობა მარანი, არყის სახდელი და ჩამოსასხმელი საამქრო, ჩურჩხლის საამქრო, სათონე, თიხის და ხის საამქრო, სამჭედლო და ბიბლიოთეკა.
აღდგება საკონცერტო და საექსპოზიციო დარბაზები. ადგილი დაეთმობა სატრაპეზოს, ადმინისტრაციულ ბლოკს და სავარჯიშო ოთახს.
ბაკურციხის კულტურის სახლი, რეაბილიტაციის შემდეგ, მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი