გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაჭრეთის ბაგა-ბაღი „მზიანეთი“ მოინახულა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ემზარ ჯიქურაშვილი, კაჭრეთის საბავშვო ბაგა-ბაღ „მზიანეთს“ ესტუმრა და დაათვალიერა.
„მზიანეთში“ 4 ჯუფია და 70 ბავშვი ირიცხება. თითოეულ ჯგუფს საკუთარი ლოგო, ჰიმნი და სლოგანი აქვს. ბაღის შენობის პირველი სართულია ათვისებული. მეორე კი, შეკეთებას საჭიროებს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კაჭრეთის მოსახლეობამ პრიორიტეტულად მიიჩნია მისი რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ, „მზიანეთში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოა და ერთ აღსაზრდელს დიდ სითბოს უნაწილებენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სოფლის რწმუნებული, გულო ბასილაშვილი და დეპუტატი, ბესიკ ზირაქაშვილი ბაგა-ბაღ მზიანეთს თანადგომას დაპირდნენ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი