გურჯაანის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში საერთო კრებები დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრებები, რომელიც პრიორიტეტების შერჩევის მიზნით ტარდებოდა დასრულდა. საბავშვო ბაღების, ამბულატორიების, წყლის სისტემების, სათავე ნაგებობების, საუბნო და სავარგულებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, გარე განათების და სანიაღვრე არხების მოწყობა ეს ის საკითხებია, რომელიც მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შეარჩია.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ყველა სოფელში პირადად ესწრერბოდნენ საერთო კრებებს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ემზარ ჯიქურაშვილმა შეხვედრებზე მოსახლეობას საკუთარი ინიციატივა გააცნო და შესთავაზა, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის თავად შეარჩიონ და გაუწიონ რეკომენდაცია სამშენებლო ფირმებს და გამგეობაში შექმნილ ინსპექტირების ჯგუფთან ერთად თავად აკონტროლონ სამუშაოების მიმდინარეობა. მისივე თქმით, ყველა სოფელში საჯაროდ გამოიკვრება სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები და ყველას ექნება საშუალება გაეცნოს თუ რა თანხა იხარჯება თვითოეულ სამუშაოზე.
სოფლის საერთო კრებები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ 27 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. საერთო კრება მუნიციპალიტეტის 30 სოფელში ჩატარდა. წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 099 040 ლარია გამოყოფილი.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი