დღეს გურჯაანში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ბოლო საერთო კრებები გაიმართა

დღეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის “ ფარგლებში სოფლის საერთო კრებები გაიმართა სოფელ ჩუმლაყში, კალაურში, კახიფარში, ვაჩნაძიანსა და შაშიანში. კრებებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, საიდანაც მოსახლეობამ თავად შეარჩია ის პრობლემები, რომლის მოგვარებაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სურთ.
სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაასახელა, კრებაზე ასევე გადაწყდა სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია და სოფლის შიდა საუბნო და სავარგულებში მისასვლელი გზის, გარკვეული მონაკვეთების მოხრეშვა.
შეხვედრის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელმა ემზარ ჯიქურაშვილმა ჩუმლაყის #1 საბავშვო ბაღი დაათვალიერა და იქ არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
კალაურელებმა მთავარ პრიორიტეტად სოფლის ნაგავსაყრელის მოწყობა, სავარგულებში მისასვლელი გზის მოხრეშვა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია შეარჩიეს. პროგრამის ფარგლებში სოფლის ახალგაზრდობას კი სპორტული მინი მოედნის მოწყობა და კულტურის კლუბის რეაბილიტაცია სურს.
პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სანიაღვრის არხების მოწყობა, წყლის სათავე ნაგებობის და სავარგულებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია გადაწყვიტა ვაჩნაძიანის, კახიფრის და შაშიანის მოსახლეობამ.
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრებები დასრულდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი