გურჯაანის მუნიციპალიტეტი ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ფინალი გაიმართა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ფინალი გაიმართა

8 მარტს ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ რიგით მეხუთე სასკოლო სერიის ფინალი საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. პირველობისთვის ერთმანეთს 6 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა.
30 კითხვისა და დამატებითი თამაშის შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდა: პირველი ადგილი და საგანგებოდ დამზადებული ინტელექტუალთა პრიზი ბუს გამოსახულებით, პირველი საჯაროს სკოლის გუნდ “პირველებს“ ერგო. მეორე ადგილზე ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდი „ბრეინსტორმერსი“ გავიდა. მესამე ადგილი მეორე საჯარო სკოლის გუნდმა „ბუძგი“ მოიპოვა.
საუკეთესო მოაზროვნე გოგონად „ბუძგის“ წევრი, ელენე ჩეკურიშვილი დასახელდა. საუკეთესო ვაჟ მოაზროვნედ კი - დაჩი გვენეტაძე „პირველებიდან“.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა წიგნებითა და სიგელებით დააჯოვეს.
ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა. ფინალურ შეხვედრას გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი