გურჯაანის მუნიციპალიტეტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრები გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად სოფლის საერთო კრებებს დასეწრნენ. შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ველისციხეში, არაშენდაში, ქოდალოში, დარჩეთში, ზიარსა და ფხოველში გაიმართა. სოფლის კრებაზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობამ არსებულ პრობლემებზე იმსჯელა. შედგა კრების ოქმები, სადაც სოფლის მცხოვრებთა პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით ჩამოყალიბდა.
სოფელ ველისციხის მოსახლეობის მთავარი პრობლემა საბავშვო ბაღისათვის შენობის შერჩევა და მისი ფუნქციონირებისათვის სჭირო პირობების შექმნა იყო. ასევე, მოქალაქეები შეთანხმდნენ, რომ წყლის სათავე-ნაგებობების და დაბურღული ჭების გასუფთავება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სოფელ არაშენდაში საერთო კრებამ პრიორიტეტულად მიიჩნია საბავშვო ბაღის შენობის გადახურვა და წყლის სარწყავი სისტემის ფუნქციონირების მოწესრიგება.
ქოდალოსა და დარჩეთში განსაკუთრებულად საჭირო საბავშვო ბაღების მცირე შეკეთება და სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია იყო.
ზიარსა და ფხოველში სოფლის საერთო კრებამ ერთხმად წყლის პრობლემის მოწესრიგება მიიჩნია პრიორიტეტულად.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები 9 მარტს დასრულდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი