"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის"ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ემზარ ჯიქურაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერათად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს, სოფლის საერთო კრება გაიმართა სოფელ კაჭრეთში, ზემო კაჭრეთში, ნანიანსა და ჯიმითში. მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ის პრიორიტეტები შეარჩია, რომლის მოგვარებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სურთ. წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, საბავშვო ბაღის, სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია და კულტურის პარკის კეთილმოწყობა, ეს ის ძირითადი პრიორიტეტებია, რომელიც სოფელ კაჭრეთის მოსახლეობამ შეარჩია. ზემო კაჭრეთის მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად კი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა. ნანიანელებმა პროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხების მოწყობა, გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და საბავშვო ბაღის სამზარეულოს აშენება გადაწყვიტა. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა ასევე ჯიმითის მოსახლეობამ.
წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 099 040 ლარია გამოყოფილი. სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და 9 მარტს დასრულდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი