# გურჯაანელები - იოსებ წითელაურიდაახლოებით 6 თვეა, რაც გურჯაანის სპორტკომპლექსში ვარ დასაქმებული. თავიდან, თელავის განათლების, დასაქმების და განვითარების ცენტრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებდა პროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა შშმ პირთა დასაქმებას და სტაჟიორადაც დავიწყე მუშაობა. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, სპორტკომპლექსის ადმინისტრაციის ინიციატივით გავაგრძელე აქ საქმიანობა. ჩემი სამუშაო დღე 15:00 საათზე იწყება და 6 საათი გრძელდება. მევალება სპორტკომპლექსის ვიზიტორების მიღება, საცურაო აუზზე ჩაშვება აბონიმენტების კონტროლი და ა.შ. ეს ჩემი პირველი სამსახურია და ძალიან მიხარია. მას შემდეგ რაც მუშაობა დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში ბევრი მეგობარი გაჩნდა და უკვე შემიძლია მათი სადმე დაპატიჟებაც, რადგან ჩემი შრომით შემოსავალიც გამიჩნდა“, - იოსებ წითელაური, 41 წლის.
 
 უფასო სამედიცინო გამოკვლევები - ვეჯინი, 7 ივლისი სოფელ ვეჯინში, ორგანიზაცია „საქართველო წითელი ჯვარის“ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
მოსახლოებას საშუალება ჰქონდა ჩაეტარებინა მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგიური გამოკვლევა და სისხლში შაქრის დონის განსაზღვრის ანალიზი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, სამედიცინო აქციის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
უფასო სამედიცინო კვლევები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა და მომავალშიც იგეგმება.
 
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, 6 კაციან დელეგაციასთან ერთად, საქმიანი ვიზიტით მიემგზავრება პოლონეთში, სადაც პიასეჩნოს მუნიციპალიტეტთან განზრახულებათა წერილი გაფორმდება.

წერილი ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის.

ვიზიტი სამ დღეს გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც პიასეჩნოში გურჯაანის მუნიციპალიტეტის დელეგაცია შეხვდება საქართველოს ელჩს პოლონეთში და მედიის წარმომადგენლებს.
 
 შეხვედრა დარჩიეთის მოსახლეობასთან - 5 ივლისიგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, ამჯერად სოფელ დარჩიეთის მოსახლობას შეხვდა.
შეხვედრაზე სოფელში არსებულ ყველა აქტუალურ საკითხზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, მათ შორის სოფლის წყალმომარაგებაზე, რომელიც თვითნებური დაერთებების გამო შეფერხებულია.
 
დიდების მემორიალზე ტელესკოპი დამონტაჟდა - 2 ივლისიგურჯაანის მუნიციპალიტეტი ტურიზმის განვითარებასა და ტურისტების მოზიდვას აქტიურად უწყობს ხელს. ამ კუთხით განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობა კი, მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის" ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დიდების მემორიალზე ბინოკულარი დამონტაჟდა, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს ალაზნის ველის ხედებით ისიამოვნონ.
პროექტის ღირებულება 20 000 ლარია და ის მსოფლიო ბანკმა დააფინანსა
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მემორიალის ტერიტორიაზე 5 ახალი სკამი დაიდგა, ორი ბანერი გაკეთდა და განათება დამონტაჟდა
ტელესკოპით სარგებლობის ღირებულებაა 1 ლარი
 
 ბაკურციხის ე.წ 'სამადაანთ უბნის' გზის რეაბილიტაცია - 5 ივლისიგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი აგრძელებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებას და მოსახლეობასთან შეხვედრებს.
ამჯერად მერი ბაკურციხეში, ე.წ ‘სამადაანთ უბნის’ მოსახლეობას ესტუმრა და სანიაღვრეების გაკეთების სამუშაოებს დაესწრო.
გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც 200 ათასამდე ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გზამშენი 2005“ ასრულებს.
 
 ვეჯინის გზის რეაბილიტაციის მონახულება - 5 ივლისიგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ვეჯინში ე. წ. „ ჰესის“ უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაობს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ხორციელდება, მოასფალტდება 1060 მეტრის სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი.
 


იცნობდეთ ივა გოგიშვილს, რომელმაც საკუთარი ეზოს ჭაბურღილიდან მოპოვებული წყალი მთელი უბნისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

მერიის დახმარებით, ამ დროისთვის საუბნო ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე კვირაში დასრულდება. შედეგად კი, სოფელ ველისციხის 9 მაისის პარკის მიმდებარე უბანში მცხოვრებ 40-მდე ოჯახს რამდენიმე დღეში წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში ექნება.
 
შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადმოეცა!
როგორც იცით, უახლოეს პერიოდში, გურჯაანის დასვენების პარკის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ასევე, რეაბილიტირდება მუზეუმიც.
ამ ეტაპისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტროსთან, ექსპონატების გადმოცემასთან დაკავშირებით.
შალიკაშვილის სახელობის ქართულ მხედრულ ისტორიის მუზეუმში, 2700-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
 
მოსახლეობასთან შეხვედრა - კარდენახი 4 ივლისიროგორც იცით ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათი პრობლემების პირადად მოსმენას. ამჯერად, კარდენახის ე.წ ‘ნუშების უბანს’ და ‘საბაწმინდის’ უბნის მცხოვრებლებს ვესტუმრე. ნუშების უბანში სანიაღვრეების გაკეთება და სავალი გზის მოხრეშვის სამუშაოები დავგეგმეთ შესაბამის სამსახურებთან ერთად; საბაწმინდის უბნის მცხოვრებლებთან მთავარი პრობლემა წყლის უკანონო მიერთებებია. ამიტომ, მერის წარმომადგენელთან ერთად, შევთანხმდით არსებული წყლის მარაგის თანაბრად გადანაწილებაზე.
 
უკან წინ