ჩუმლაყი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 420 მ-ზე მდებარეობს. ის ქ. გურჯაანიდან 4კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელ ჩუმლაყში 4561 ადამინი ცხოვრობს.
 
ახაშენი მდ. ჭერმისხევისა და ფაფრისხევს შორის, ზღვის დონიდან 460 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 8 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 2963 მოსახლეა.
 
სოფელი ველისციხე ალაზნის ვაკეზე, მდინარე ჭერმისხევის ნაპირას, ზღვის დონიდან 380 მ მდებარეობს. გურჯაანიდან დაშორებულია 11 კმ-ით. ველისციხე ქართულ ისტორიულ წყაროებში V საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიხსენიება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სოფელი ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ პერიოდში საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ყოფილა.
 
სოფელი ზეგაანი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდინარე ჭერმისხევის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 460 მ-ში მდებარეობს. გურჯაანიდან 10 კმ-ით არის დაშორებული. ზეგაანი შედის მუკუზანის ადმინისტრაციაში. სოფლის ისტორიის შესახებ ცნობები მწირია.
 
მუკუზანი ზღვის დონიდან 450 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 12 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 1 146 ადამინი ცხოვრობს.
 
სოფელი ვაზისუბანი (1951 წლამდე ურიათუბანი) გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს. გურჯაანიდან დაშორებულია 14 კმ-ით. ქართულ ისტორიულ წყაროებში სოფელი ვაზისუბანი “ურიათუბანი” სახელით არის მოხსენებული. ტოპონიმ “ურიათუბანით” ასევე აღინიშნებოდა ებრაელთა ან ლოკალური დასახლება, ან რომელიმე ქალაქის უბანი.
 
სოფელი შაშიანი გომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 550 მ-ზე მდებარეობს. გურჯაანიდან დაშორებულია 16 კმ-ით.
ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში სოფლის სახელის წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, სოფლის ტყეებში მრავლად ყოფილა შაშვი და სოფლის სახელიც – შაშიანი (შაშვიანი) აქედან მომდინარეობს.
 
კალაური გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 550 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქი გურჯაანიდან 17 კმ-ით არის დაშორებულია. კალაური ერთ-ერთი უძველესი სოფელია გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 2636 მოსახლეა.
 
ვაჩნაძეანი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 560 მ.ზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 18 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 2213 ადამიანი ცხოვრობს.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი კახეთის გეოგრაფიული ცენტრია. მას მდიდარი წარსული აქვს. არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. 1965 წელს აღმოჩენილია პირველყოფილი (ქვის ხანის) ადამიანის სადგომი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა დასახლებული როგორც ბრინჯაოს, ასევე ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში.
 
უკან წინ