სოფელი ჭერემი

ჭერემი გომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭერმისხევის მარხცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 28 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 110 ადამიანი ცხოვრობს.
ჭერემს უძველისი ისტორია აქვს. ის მეფე ვახტანგ გორგასალს V საუკუნის მეორე ნახევარში დაუარსებია და ტახტის მემკვიდრე დაჩისთვის უბოძებია (ჯუანშერი – ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”). როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, ამავე პერიოდში დაარსდა ჭერმის საეპისკოპოსო ეპარქია და ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა, რასაც ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ჭერემზე გადიოდა შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა (ველისციხე-ჭერემი-ჩაილური).
ისტორიული ქალაქი ჭერემი მდებარეობდა ახლანდელი სოფლის დასავლეთით, 5 კმ-ის დაშორებით.
V საუკუნის ბოლოს (502 წელს) სპარსელებმა შემუსრეს ქალაქი ჭერემი. მისი შემდგომი ბედის შესახებ ისტორიული წყაროები არაფერს მოგვითხრობენ. ჭერემმა დაკარგა პოლიტიკური ცენტრის სტატუსი და რელიგიური ცენტრის როლს ასრულებდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევრამდე.
1757 წელს, დაღესტნელი ფეოდალების მიერ სოფლის დარბევის შემდეგ, საჭერემლო ეპარქია გაუქმდა, მისი მამულები დაუნაწილდა ალავერდის, ბოდბისა და ნინოწმინდის საეპოსკოპოსოებს.
ჭერემი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, რომელთაგან აღსანიშნავია: ვახტანგ გორგასლის სასახლე, რომელიც 1984-85 წლებში არის აღმოჩენილია. ასევე ღვთისმშობლის სახელობის გრანდიოზული საეპისკოპოსო ტაძარი (X-Iსს), ეპისკოპოსის სასახლე (VIII-IXსს.), წვეროდაბლის თელეთის წმინდა გიორგის სახელობის (V), წმინდა ბარბარეს (V.) და მამადავითის ეკლესიბი (V.)
სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნის შემთხვევაში, ჭერემი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილი შეიძლება გახდეს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი