სოფელი ფხოველი

ფხოველი ქალაქ გურჯაანიდან 6 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 63 ადამინი ცხოვრობს. ფხოველი არაშენდის თემში შედის. იგი გამოირჩევა შესანიშნავი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით.
ისტორიული წყაროების მიხედვით სოფელი ფხოველი ჭერმის ეპარქიაში შედიოდა. 1757 წელს მეფე თეიმურაზ II-ის გაურჯით, ჭერმის ეპარქია გაუქმდა და ბოდბელ მიტროპოოლიტს – ენესელთ მოურავის ძე იოანეს გადაეცა. გერმანელი მეცნიერის – იოჰან ანტონ გიულდენშტედტის გადმოცემით, ფხოველი ერთ დროს თავად ანდრონიკაშვილებს ეკუთვნოდა.
სოფელი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. ამათგან აღსანიშნავია წმ. ბარბარეს დიდი დარბაზული ეკლესია. (გვ. შუა საუ.) გადმოცემით ეს ეკლესია ანდრონიკაშვილებს ეკუთვნოდა. ასევე ლომისის წმინდა გიორგის (ადრ. შუა საუკ.) წმ. კვირიკეს (გვ. შუა საუკ), ნათლისმცემლის დარბაზული ეკლესიები (შუა საუკ), ყველაწმინდის ეკლესია. (გვ. შუა საუკ) და სხვა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი