სოფელი ზიარი

ზიარი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 820 მ-ზე, ის გურჯაანიდან 5 კმ-ით არის დაშორებული. სოფელი არაშენდის თემში შედის. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელიში 112 ადამიანი ცხოვრობს.
ისტორიული წყაროების მიხედვით ზიარი საჭერემლო ეპარქიაში შედიოდა. 1757 წელს ეპარქიის გაუქმების შემდეგ კი მეფე თეიმურაზ II-ის გუჯრით სოფელი ბოდბელ მიტროპოლიტს - ენისელთ მოურავის-ძეს, იოანეს, ერგო.
ზიარს უძველესი ისტორია აქვს, რაც მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით დასტურდება.
1965 წელს სოფელში აღმოჩნდა (ხელმ. ნ. ბერძენიშვილი) ქვის ხანის (შუა აშელის) პირველყოფილი ადამიანის ღია-ტიპის სადგომი, სახელოსნო-ზიარი-I, ხოლო 1966 წელს, ზიარი-I-ის სახელოსნოდან 500 მ-ში, ამავე ტიპის მეორე სადგომი (ხელმ. თ. ბუგიანაშვილი), რომელსაც მეცნიერებმა პირობითათ ზიარი-II შეარქვეს. გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა კაჟის ნუკლეუსები, სახოკები, საჩეხები და სხვა.
სოფლის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ღვთისმშობლის (გვ. შუა საუკ.), უსანეთის (გვ. შუა საუკ.), ქაშუეთის (გვ. შუა საუკ.) დარბაზული ტიპის ეკლესიები, ასევე სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მთაზე მდებარე კვირაცხოვლის (გვ. შუა საუკ.) ეკლესია.
ზიარი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მდებარეობით.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი