სოფელი ჯიმითი

ჯიმითი გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 740 მ-ზე მდებარეობს . ის ქალაქი გურჯაანიდან 38 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 1655 მოსახლეა. ჯიმითი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს. სოფელი მდიდარია ბრინჯაოს ეპოქის არქეოლოგიური ძეგლებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1971 წელს კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გათხრილი და შესწავლილი “სადუღას” ქვამიწაყრილიანი ყორღანი (შუა ბრინჯაოს ხანა), რომლის დიამეტრიც 50 მეტრს აღწევს. უნდა აღინიშნოს ბრინჯაოს მახვილის აღმოჩენა, რაც იშვიათია შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანებისთვის. ჯიმითში ყველაზე ძველი ნამოსახლარი ძვ. წ. IV ათასწლეულს განეკუთვნება.
კულტურულ-არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია კვირაცხოვლის (გვ. შუა საუკუნეები.) და მის მახლობლად მდებარე წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიები (გვ. შუა საუკუნეები), ასევე ღვთისმშობლის და (გვ. შუა საუკუნეები) შროშანულის ეკლესიები.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი