სოფელი კაჭრეთი

კაჭრეთი გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 700 მ-ზე მდებარეობს . ის ქალაქ გურჯაანიდან 35 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით 3952 ადამინი ცხოვრობს.
1945 წლიდან სოფელი კაჭრეთი რაიონულ ცენტრი იყო. მაშინდელ კაჭრეთის რაიონში შედიოდა: კაჭრეთი, მელაანი, არაშენდა, ჯიმითი, მახარაძე, შიბლიანი, ყანდაურა, ბოგდანოვკა, იორმუღანლო, დუზაგრამი, კაკაბეთი და დამბალო. 1959 წელს კაჭრეთის რაიონი გაუქმდა და გურჯაანს შეურთდა.
კაჭრეთი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური (გორა-ნამოსახლარები, ყორღანები) მასალები მოწმობს.
XVIII საუკუნის დიდი მეცნიერი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი სოფელს “ბეჟან-ბაღად” მოიხსენიებს.
სოფლის არქიტექტტურილი ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა გიორგის (შუა საუკ), ღვთისმშობლის სახელობის (გვ. შუა საუკ) დარბაზული ეკლესიები. ე.წ. “ბეჟიკოს საყდარი” (გვ შუა საუკ) ბოლო წლებში აშენებული წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც მოქმედია და მრავარიცხოვანი მრევლი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ კაჭრეთში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო ცენტრია საქართველოში.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი