სოფელი მახარაძე

მახარაძე ზღვის დონიდან 670 მ-ზე მდებარეობს. Iს ქალაქი გურჯაანიდან 38 კმ-ით არის დაშორებული. მახარაძე შედის კაჭრეთის თემში. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 1188 ადამიანი ცხოვრობს.
სოფლის ისტორიული სახელწოდებაა ”გადრეკილი”. XX საუკუნეში მას სახელი შეეცვალა და მახარაძე ეწოდა, სოფელი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში ყოფილა დასახლებული.
1970 წელს კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმ. კ. ფიცხელაური) შეისწავლა გვიანბრინჯაოს ხანის “ნასადგომრის” მრავალიარუსიანი სამაროვანი. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს საკიდი, მინიატურული ბაყაყები. სარდიონის მძივები, თიხის სხვადასხვა სასმისები და ა.შ. შესწავლილი იქნა ასევე “პირდაპირი მიწების”, “შლარტი ღელის”, “ბრიმა წყლის” სამაროვანები.
სოფლის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმ. ელიას ორნავიანი ეკლესია (ადრე შუა საუკ) და ყველაწმინდის დიდი სამნავიანი ბაზილიკა (გვ. შუა საუკ) რომელიც მთელი ალაზნის ველს გადაჰყურებს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი