სოფელი ქოდალო

სოფელი ქოდალო გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მ-ზე მდებარეობს. გურჯაანიდან დაშორებულია 37 კმ-ით. იგი არაშენდის თემში შედის.
ცნობილი მეცნიერი და მოგზაური იოჰან ანტონ გიოლდნშტედტი. რომელმაც 1772 წელს კახეთში იმოგზაურა, წერდა, რომ “სოფელი ქოდალო გარშემორტყმულია ოთხკუთხა კედლით (გალავნით), რომლის სიგრძე ყოველი მხრიდან ოთხმოცი ნაბიჯია. მოსახლეები – დაახლოებით 50 ოჯახი – ცხოვრობენ, მიწურებში და იღებენ წყალს წყაროდან, რომელიც გადმოდის კედელთან, ქოდალოს მაღალმა მდებარეობამ გადაგვიშვალა შესანიშნავი სანახაობა”.
ქოდალო ჭერემის ეპარქიაში შედიოდა. შუა საუკუნეებში ის დაწინაურებული სოფელი ყოფილა.
მე-18 საუკუნის მეცნიერსა და გეოგრაფს, ვახუშტი ბატონიშვილს, სოფელი “ქოდალის” სახელწოდებით აქვს მოხსენიებული.
1940 წელს სოფელში აღმოჩენილი იქნა XIII-XIV საუკუმნეების ილხანების მონეტები, 501 ცალი ვერცხლის დირჰემი.
ქოდალოს არქიეტქტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ღვთისმშობლის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (შუა საუკუნეები) და წმინდა გიორგის დარბაზული შვერილაფსიდიანი ეკლესია. (გვ შუა საუკ)




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი