არაშენდა არაშენდა

არაშენდა ზღვის დონიდან 600 მ-ზე მდებარეობს . ის ქალაქი გურჯაანიდან 10 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით 1555 ადამინი ცხოვრობს.
სოფლის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ვერსია, მტერი სოფელს მუდმივად არბევდა და ხალხს მისი აშენება-აღდგენის საშუალება არ ეძლეოდა, ამიტომ სოფელს “არ-აშენდა” დაარქვეს.
1969 წელს არაშენდაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის ძეგლები, წარმართული ხანის სამლოცველო, რომელშიც მრავლად იყო შეწირული ბრინჯაოს მახვილები და სხვადასხვა სამკაულები. აღსანიშნავია, ამავე დროის ნამოსახლარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა “მოჭრილ გორას” უწოდებს.
არქიტექტურული ძეგლებიდან სოფელში შემორჩენილია ერთი ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები)




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი