სოფელი მელაანი

სოფელი მელაანი გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთის კალთაზე, ზღვის დონიდან 750 მ-ზე მდებარობს . გურჯაანიდან დაშორებულია 25-კმ -ით.
მელაანს თავიანთ ნაშრომებში ვახუშტი ბატონიშვილი (“აღწერა სამეფოსა საქართველოსი”) და გერმანელი მეცნიერი იოჰან ანტონ გიულდენშტედტი მოიხსენიებენ.
სოფელი მელაანი ჭერემის ეპარქიაში შედიოდა, რასაც მოწმობს თეიმურაზ II – ის გუჯარი.
მელაანი მდიდარია არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სოფელი ძველად წარმართული რელიგიის ცენტრი უნდა ყოფილიყო, აღმოჩენილია ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიური მასალები. უმნიშვნელოვანესია წარმართული ხანის ორი სამლოცველო: “მელი-ღელე” – I (ძვ.წ. II ათას. II ნახ.) და “მელი-ღელე” – II (ძვ. წ. I ათასწ. I ნახ.), რომლებიც შეისწავლა 1964-1967 წლებში კახეთის არქეოლოგიურმა ექპედიციამ.
მეცნიერთა აზრით, სამლოცველოები დაკავშირებული იყო ნაყოფიერებისა და ომის ღვთაებებთან. აღმოჩენილი იქნა უამრავი შეწირული ნივთი: თიხის სასმისები, ბრინჯაოს მახვილები, ბრინჯაოს ქალის პატარა ქანდაკებები, სარდიონის მძივები, ბეჭდები, ობსიდიანის ისრის პირები და სხვა.
არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია სამების ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (გვ. შუა. საუკ), ღვთისმშობლის ეკლესია (გვ. შუა საუკ.), შანას საყდარი (შუა საუკ) და სხვა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი