სოფელი ჩალაუბანი

ჩალაუბანი გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 740 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 15 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 1158 მოსახლეა.
ისტორიულ წყაროებში სოფელი 1455 წელს მეფე გიორგის წყალობის სიგელში მოხსენებულია როგორც “ჩალამოტი” (ჩალაუბანი), ხოლო მე-18 საუკუნის დიდი ქართველ მეცნიერისა და გეოგრაფის, ვახუშტი ბატონიშვილის, გეოგრაფიულ ჩანაწერებში კი – როგროც “ჩალის უბანი” როგორც ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ, 1812 წლის კახეთის აჯანყებაში ამ სოფლის გლეხობაც აქტიურად ყოფილა ჩართული და ერთ-ერთი ბრძოლა 1812 წლის 29 ოქტომბერს სწორედ ჩალაუბაში მომხდარა.
სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გორა-ნამოსახლარები (მოჭრილი გორა, რცხილის სერი, ტინის სერი, გარეტყის გორა, სანგლის სერი) და მათი სამაროვნები. ყველა გორა-ნამოსახლარი ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისს განეკუთნება.
ჩალაუბნის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია: წმინდა გიორგის ორნავიანი ეკლესია (გვ. შუა საუკ.), რომლიც სოფლიდან 3-4 კმ-ის დაშორებით ტყეში დგას. აქვეა პატარა დარბაზული ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეების), ღვთისმშობლის სახელობის (განვით. შუა საუკ.), მთავარანგელოზთა (გვ. შუა ს.), ლომისის (შუა საუკუნეები) და წმინდა გიორგის დარბაზული (XX ს-ის 80-წლების ბოლო) ეკლესიები. ასევე მნიშვნელოვანია სამსართულიანი ციხე-კოშკი , რომელიც XVIIს განეკუთვნება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი