სოფელი კარდენახი

კარდენახი ზღვის დონიდან 510 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქი გურჯაანიდან 14 კმ-ით არის დაშორებული Bბოლო სტატისტიკური მონაცემებით 6014 ადამინი ცხოვრობს.
კარდენახი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ეპოქაში ყოფილა დასახლებული, სოფელი ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან კერძეოდ, 1455 წელს მეფე გიორგის წყალობის სიგელში მოიხსენიება.
კარდენახში ოცზე მეტი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია საბაწმინდის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (XIII საუკუნის). მას მიშენებული აქვს სამრეკლო (XV-XVIსს).მონასტრის გვერდით დგას წმინდა ბარბარეს დარბაზული ეკლესია (შუა საუკუნეები) და VI საუკუნის წმინდა ნიკოლოზის სამნავიანი ბაზილიკა.აღსანიშნავია შუა საუკნეების ჯამბალოს – წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, ღვთისმშობლის (გვ. შუა ს), ელიას და კვირაცხოვლის ეკლესიები, ასევე ოთხსართულიანი ციხე-კოშკი. (XVIIს) მრგვალი კოშკი.
კარდენახში ცხოვრობდა საქართველოს ეროვნული გმირი კოტე აფხაზი-გენერალი, ილია ჭავჭავაძის დიშვილი. იგი გახლდათ აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზრნაურობის მარშალი, კახეთის რკინიგზის გაყვანის ინიციატორი, თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. სოფელში დღემდე შემორჩენილია კოტე აფხაზის სასახლე.
კარდენახიდან იყო დიდი ქართველი პოეტი იოსებ ნონეშვილი, მის სახლ-მუზეუმს დღემდე ბევრი ტურისტი სტუმრობს.
სოფელი კარდენახი თავისი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით საინტერესო ტურისტული ობიექტია კახეთში.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი