სოფელი ბაკურციხე

ბაკურციხე ზღვის დონიდან 440 მ-ზე მდებარეობს . ის ქალაქი გურჯაანიდან 8 კმ-ით არის დაშორებული. Bბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 3171 ადამინი ცხოვრობს.
ბაკურციხე პირველად “ქართლის ცხოვრებაში” (XIIIს) არის მოხსენებული. სოფლის სახელწოდება ბაკურის მიერ აშენებულ ოთხსართულიან ციხეს უკავშირდება, რომელის სამი სართული დღემდეა შემორჩენილი. გადმოცემით, ის საიდუმლო გვირაბით ვეჯინის ციხესიმაგრესთან იყო .დაკავშირებული.
სოფელი ბაკურციხე უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ყორღანი (შუა ბრინჯაოს ხანის – ძვ.წ. II ათასწ.) მასში არსებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ბრინჯაოს სატევრის პირები, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი (ბოლოკვეთილი ბრინჯაოს მახვილები, ცენტრალურ-ამიერკავკასიური ცულები) და სამაროვანი, ასევე ბრინჯაოს ვაზის სასხლავი დანები, ქვევრები და ა.შ.
არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა გიორგისა (გვ შუა საუკ) და ღვთისმშობლის დარბაზული (გვ. შუა საუკ), წმინდა ბარბარეს (გარდამავალი ხანა, განახლებულია 2004-2005 წწ), წმინდა სამების (გვ. შუა საუკ), ეკლესიები და ბაკურის ციხე-კოშკი (გვ. შუა საუკ).
სამხრეთით, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მეწარმის, მეცენატის, ქართული კონიაკის ფუძემდებლის – დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი და მარანი დგას. მას ეს ადგილები ანდრონიკაშვილებისგან შეუძენია. გადმოცემით, აქ ხშირად სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები.
სოფელი ბაკურციხის გეოგრაფიული მდებარეობა მისი არქიტექტრურული ძეგლები ტურიზმის განვითარების კარგ პერსპექტივას ქმნის.



<
  • კომენტარი: 0
23 ნოემბერი 2014 19:15

anri

meamayeba rom bakurcixeli var


სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი