სოფელი კოლაგი

კოლაგი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 440 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 7კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცამებით 1383 მოსახლეა.
კოლაგის შესახებ წერილობითი წყაროები მწირია. მე-18 საუკუნის მეცნიერსა და გეოგრაფს, ვახუშტი ბატონიშვილს, სოფელი “კოლაქის” სახელით აქვს მოხსენიებული.
კოლაგის ტერიტორიაზე შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ სოფელი ჯერ კიდევ გვიანი ბრინჯაოს (ძვ.წ II ათასწლეულის პირველ ნახ) ხანიდან ყოფილა დასახლებული.
კულტურულ-არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა გიორგის (გვ. შუა საუკ) წმინდა მარიამის დარბაზული (განვით. შუა საუკ) და მთავარანგელოზის ეკლესიები (გვ. შუა საუკ), რომელიც აღდგენილია 2009 წელს. სოფელში შემორჩენილია ასევე რამდენიმე კოშკის ფრაგმენტი.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი