სოფელი ვეჯინი

სოფელი ვეჯინი
ვეჯინი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის მთისწინეთსა და ალაზნი ვაკის მიჯნაზე, ზღვის დონიდან 420 მ-ზე მდებარეობს. ის გურჯაანიდან 7 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 3774 მოსახლეა.
პირველად ისტორიულ წყაროებში (ქართლის ცხოვრება) ის “ვეჟინის” სახელწოდებით X საუკუნის დასაწყისიდან მოიხსენიება. XI საუკუნეში ვეჯინი კახეთ-ჰერეთის ერთერთ საერისთაოს წარმოადგენდა და კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული, პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო.
სოფლი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. აქედან აღსანიშნავია X-XI სს-ის ვეჯინის ციხე-სიმაგრე, ის მოხსენიებული აქვს მე-18 საუკუნის მეცნიერსა და გეოგრაფს, ვახუშტი ბატონიშვილს” “ბაკურციხის ჩრდიოლოეთით, ცივის მთის ძირას, არის ვეჯინი, მას ზევით, მთის კალთასა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებულია, შიგან გამომდინარე წყაროთი და ეკლესია ღმრთაებისა გუმბათოვანი დიდი, აქვე ეფლიან ენდრონიკაანი.
ვეჯინის ამაღლების ციხესიმაგრე X-XI საუკუნების ძეგლია. პირველად ის, როგორც კახეთ-ჰერეთის უმთავრესი სიმაგრე, `ქართლის მატიანეში~ X საუკუნის დასაწყისში მოიხსენიება.
ამაღლების კომპლექსში შედის კოშკი (IX-Xსს), ღვთაების ამაღლების (XIV-XVსს) და წმინდა მარიამის სახელობის (შუა საუკუნეები) ეკლესიები. აქვე დგას კახეთში უძველესი ორსართულიანი სამრეკლო (XVს.). აქვეა გენერალ სიმონ შალიკაშვილის ეკვდარი (XIXს.) და ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასაფლაო. ამჟამად ამაღლების კომპლექსში დედათა და მამათა მოქმედი მონასტერია.
ვეჯინის სხვა ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ყველაწმინდას ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (XVIს), წმინდა გიორგის სახელობის (VIIს.), კვირაცხოვლის (შუა საუკუნეები), და პეტრე მოციქულის ეკლესიები (XVIს). ასევე აბაშიძეების ოთხსართულიანი მრგვალი კოშკი (გვ. შუა საუკ).
სოფელ ვეჯინში არის ცნობილი მეცნიერის (ფიზიოლოგი), აკად. ი. ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი
ვეჯინი შესანიშნავი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია კახეთის რეგიონში.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი