სოფელი ჭანდარი

ჭანდარი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 450 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 3 კმ-ით არის დაშორებული. Bბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 2218 ადამიანი ცხოვრობს.შემთხვევითი არქეოლოგიური მონაპოვრებით ირკვევა, რომ აქ მოსახლეობა გვიანი ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა.
სოფლის შესახებ ისტორიული წყაროები მწირია. ვახუშტი ბატონიშვილი თავის გეოგრაფიულ ჩანაწერებში დღევანდელი სოფლის ტერიტორიაზე ორ უბანს მიუთითებს: “ძაღლის უბანს” და “კახის უბანს”, ასევე მოხსენიებული აქვს ხევის კიდეზე მდგარი გუმბათოვანი ეკლესია.
სოფელს ჭანდარი XX საუკუნის 30-იან წლებში ეწოდა. გადმოცემით თავად ანდრონიკაშვილების ნასახლარზე, უზარმაზარი ჭადარი იდგა. როგორც ჩანს, სწორედ ეს დაედო საფუძვლად სოფლის სახელის წარმოშობას.
სოფლის არქიტექტურული ძეგლიდან აღსანიშნავია ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (გვ. შუა საუკ) რომლის საკურთხეველში მტრედის სახიანი სულიწმინდის ფრესკა არის შემორჩენილი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის (გვ. შუა საუკ), წმინდა ბარბარეს დარბაზული ეკლესიები (გვ. შუა საუკ) “წამებულის” – წმ. გიორგის სახ. (ადრეული შუა საუკ) ეკლესიის ფრაგმენტები და სხვა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი