სოფელი გურჯაანი

სოფელი გურჯაანი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 400 მ-ზე მდებარეობს. ქალაქი გურჯაანიდან 2 კმ-ით არის .დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 5055 მოსახლეა.
სოფელი გურჯაანი ისტორიულ წყაროებში XVII – XVIII საუკუნეებიდან (ჭერმის სიგელ-გუჯარში) მოიხსენიება.
ქართველი მეცნიერი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში “აღწერა სამეფოსა საქართველოსი” სოფელ გურჯაანის შესახებ წერდა” “ჭანდრის ჩრდილოეთით კერძო, წყლის კიდეზე არს ეკლესია დიდი ორგუმბათიანი, “ღვთისმშობლის” მიცვალებისა, კეთილშენი, მშვენიერს ადგილას. აქაც იტყვიან ყოფასა მონაზონთასა და აწცა არიან, უზის წინამძღვარი და აქვთ სასაფლაო ენისელთ მოურავიანთა.”
ისტორიული წყაროებით, XIX საუკუნის ბოლოს სოფელი გურჯაანი სიღნაღის მაზრაში შედიოდა. ის დაყოფილი იყო კოტეხის, ნათლისმცემლის, კოლოუბნის, ხევის, სახასოს, და ზემო უბნებად.
1927 წელს სიღნაღისა და თელავის მაზრები გაერთიანდა და შეიქმნა კახეთის ოლქი, რომლის მთავარი ცენტრი გახდა სოფელი გურჯაანი. 1934 წელს, ოლქის დაშლის შემდეგ სოფელ გურჯაანს გამოეყო ქალაქი გურჯაანი.
სოფელ გურჯაანის ცენტრს წარმოადგენდა ხევისუბანი, იქ ეწყობოდა დიდი ბაზრობები სადაც, კახეთის ყველა კუთხიდან იყრიდნენ თავს ვაჭრები.
სოფელი გურჯაანი მდიდარია არქიტექტურილი ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია ყველაწმინდის ორგუმბათიანი ტაძარი (VIII-IXსს). ის ერთადერთია მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. სოფელშივეა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახ. გუმბათიანი ეკლესია (გვ. შუა საუკ), ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (გვ შუა საუკ), კვირაცხოვლის დარბაზული (გვ. შუა საუკ აღდგენილია 2000-2011 წწ-ში) და მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესიები.
1875 წელს ქაშვეთის ეკლესიის მახლობლად მღვდელმა ლოანმა გახსნა ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც მალე გადაკეთდა ე.წ. “სახალხო სასწავლებლად” უფასო სკოლა განთავსებული იყო ანდრონიკაშვილების კუთვნილ შენობაში. ხოლო 1895 წელს დაარსდა სახასოს ოთხკლასიანი სკოლა.
სოფელს უძველესი ისტორია აქვს, რასაც 2001 წელს შემთხვევით აღმოაჩინილი ანტიკური ხანის ქვევრსამარხები და ბრინჯაოს ინვენტარი მოწმობს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი