სოფელი ახაშენი

ახაშენი მდ. ჭერმისხევისა და ფაფრისხევს შორის, ზღვის დონიდან 460 მ-ზე მდებარეობს. ის ქალაქ გურჯაანიდან 8 კმ-ით არის დაშორებული. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით სოფელში 2963 მოსახლეა.
ისტორიულ წყაროებში XVIII საუკუნის მეცნიერსა და გეოგრაფს, ვახუშტი ბატონიშვილს, ახაშენი მოხსენიებული აქვს “ახალშენის” სახელით. სოფელს თავის ჩანაწერებში ასევე იხსენიებს გერმანელი მეცნიერი და მოგზაური იოჰან ანოტნ გიოლდენშტედტიც.
შემთხვევითი არქეოლოგიური მონაცემებით მტკიცდება, რომ სოფლის მიდამოებში მოსახლეობა ჯერ კიდევ გვიანი ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა დასახლებული.
სოფლის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია წმინდა სამების, სვეტისცხოვლის (გვ. შუა საუკ),კვირაცხოვლის დარბაზული (გვ. შუა საუკ) ეკლესიები. წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია (გვ. შუა საუკ), მრგვალი ციხე კოშკი (შემორჩენილია 1 სართული), ნაციხარი კოშკი (XVIIIს), და ე.წ. “ყვავის საყდარი” – სამნავიალი ბაზილიკა, რომლის მხოლოდ შუა ნაწილია შემორჩენილი.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი