სოფელი ვაზისუბანი

სოფელი ვაზისუბანი (1951 წლამდე ურიათუბანი) გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 500 მეტრზე მდებარეობს. გურჯაანიდან დაშორებულია 14 კმ-ით. ქართულ ისტორიულ წყაროებში სოფელი ვაზისუბანი “ურიათუბანი” სახელით არის მოხსენებული. ტოპონიმ “ურიათუბანით” ასევე აღინიშნებოდა ებრაელთა ან ლოკალური დასახლება, ან რომელიმე ქალაქის უბანი.
სოფელი ურიათუბანი გერმანელ მეცნიერს, იოჰან-ანტონ გიულდენშტედტს, ვახუშტი ბატონიშვილისა და იოანე ბატონიშვილს თავიანთ ჩანაწერებში აქვთ მოხსენიებული.
1757 წელს, მეფე თეიმურაზ II – ის განჩინებით, საჭერემლოს საწყემსოდან საბა ტუხიშვილს სოფელი ურიათუბანი ერგო.
ვაზისუბნის ტერიტორია ადრეფეოდალურ ხანაში მჭიდროდ დასახლებული მნიშვნელოვანი საეკლესიო და სავაჭრო ცენტრი ყოფილა, იგი მდიდარია ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლებით.
სოფლის ისტორიულ არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია სანაგირის მონასტერი – სამნავიანი ბაზილიკა (X-XIსს). აქედან მიწისქვეშა გვირაბი ჭერემის ხევამდე ყოფილა გაყვანილი. ასევე მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების სამნავიანი ბაზილიკა (VI), სამკარიანის წმინდა გიორგის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკა (VIის.), ორმოცი მოწამის სახელობის, მთავარანგელოზის, სამების (გვ.შუა.ს) წმინდა გიორგის (შუა საუკ), ნათლისმცემლის სახელობის დიდი და პატარა (შუა ს.) ბარბარეს (შუა საუკ,) ბებრიჭამიას (ადრეული შუა საუკ.,) თამარის ეკლესიები (XIIს); ნათლისმცემლის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (XIX ს ჭავჭავაზეების საძვალე), მიჯნის საყდარი (შუა საუკ) და მრავალი სხვა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი